საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ვიზიტი საქართველოს დაზვერვის სამსახურში

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია, დეკანის მოადგილე, ასისტენტ-პროფესორი გიორგი დგებუაძე, იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და სტუდენტები დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა დაზვერვის სამსახურსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მოსაზრებების გაცვლას და სამსახურის მხრიდან საჯარო ურთიერთობის გაღრმავებას. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების მნიშვნელოვან თემებზე, რეგიონალურ და გლობალურ გამოწვევებზე, დაზვერვის სამსახურის სტრუქტურასა და როლზე.

 

თსუ იურიდიული ფაკულტეტი მიესალმება საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინიციატივას, მსგავსი ფორმატის შეხვედრების ფარგლებში გაეცნოს სტუდენტების ხედვას და გაუზიაროს მათ საკუთარი გამოცდილება.

თარიღი: 08/06/2023